Sky Sport Italia: დიბალას
Aa
Aa

Sky Sport Italia: დიბალას "იუვეში" დარჩენა სურს!

Sky Sport Italia-ს ცნობით, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პაულო დიბალას ტურინის „იუვენტუსში“ დარჩენა სურს. გამოცემა წერს, რომ არგენტინელმა ფორვარდმა, შესაძლოა, არდადეგები ნაადრევად დაასრულოს და „ბიანკონერის“ წინასასეზონო შეკრებას შეუერთდეს.

დიბალას მაურიციო სარის სამწვრთნელო მეთოდებსა და სათამაშო სქემებში უკეთ გარკვევა სურს, რათა ისევ გუნდის მნიშვნელოვან წევრად იქცეს.

შეგახსენებთ, რომ დიბალასა და სარის შორის პირადი საუბარი უკვე შედგა და როგორც პრესა ამბობს, გამოცდილი სპეციალისტი 25 წლის არგენტინელს ცრუ 9 ნომრად ან მეორე ფორვარდად მოიაზრებს.

დიბალას „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მას ყველაზე უფრო ლონდონის „ტოტენჰემი“ ეპატიჟება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები