Aa
Aa

ზაგრების გრან პრი: ღვინიაშვილის საოცარი იპონი და ოქროს მედალი!

ძიუდოში ზაგრების გრან პრის ფინალში ბექა ღვინიაშვილი გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სანშირო მურაო  იპონით დაამარცხა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.

ღვინიაშვილმა ნახევარფინალში კრისტიან ტოტი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში მან კენტა ნაგასავას ბარიერი დაძლია, რომელმაც ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

ღვიანიაშვილი ტრავმირებულ მეტოქეს ტატამიდან გაყვანაში დაეხმარება და მისმა ღირსეულმა ჟესტმა პუბლიკის ოვაციები დაიმსახურა.

  

მეოთხედფინალში გასვლამდე ღვინიაშვილმა, რომელიც -90 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის, სლოვაკი და უზბეკი მეტოქეები დაამარცხა.

ღვინიაშვილის მსგავსად ფინალში გელა ზაალიშვილი გავიდა, რომელმაც ნახევარფინალში როი მეიერის ბარიერი დაძლია და ფინალში იჭიდავებს.

მათ გარდა მედლისთვის ლევან მატიაშვილი იბრძოდა , რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში  ჰოლანდიელი როი მეიერის ბარიერი დაძლია. შეხვედრის მიწურულს არბიტრმა ჰოლანდიელი მესამე შიდოთი დასაჯა და მატიაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცხელი ამბები