Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედი" - 80 მილიონი და კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი

ესპანური გამოცემის El Confidencial-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოსთვის" საოცარი შეთავაზების გაკეთებას აპირებს. 

წყაროს თქმით, როგორც კი სეზონი დასრულდება "წითელი ეშმაკების" ბოსები მადრიდელთა ხელმძღვანელებს ანტუან გრიზმანის ტრანსფერზე დაელაპარაკებიან და ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 (!) მილიონ ევროს დაპირდებიან. 

რაც არ უნდა მომხიბვლელი წინადადება იყოს, ახლა გრიზმანი "ათლეტებისთვის" ისეთი ძალაა, რომლის გაყიდვასაც დიდი ალბათობით, დიეგო სიმეონე არ დათანხმდება. თუმცა სადაც საქმე ფულშია და ამას "იუნაიტედის" ავტორიტეტიც ემატება, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

ისე კი აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე სეზონში 25 წლის გრიზმანს ყველა საკლუბო შეჯიბრების გათვალისწინებით 51 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები