Aa
Aa

მილინკოვიჩ-სავიჩი ''ლაციოს'' ტოვებს

Mirror-ის ინფორმაციით, "ლაციოს" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი ადასტურებს, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

იტალიელი სპეციალისტის თქმით ისინი აცნობიერებენ, რომ სერბზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში ისინი მზად არიან სავიჩს შეელიონ.

წყაროს ცნობით, "ლაციალეს" სავიჩის სანაცვლოდ 70-დან 90 მილიონ ფუნტამდე მიღება სურს.

"იუნაიტედი" რომაელებს შეთავაზებას მას შემდეგ გაუკეთებს, როცა პოგბა გუნდს დატოვებს.

სავიჩისა და პოგბას ტრანსფერები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირაში ამ მხრივ ბევრი რამ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები