ისტორია დაწერილია! ბასილაშვილმა რუსი რუბლიოვი დაამარცხა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა!
Aa
Aa

ისტორია დაწერილია! ბასილაშვილმა რუსი რუბლიოვი დაამარცხა და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა!

ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა და 3 სეტში 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა! ნიკამ პირველი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა.

ქართელი კორტზე აქტიურობდა და დომინირებდა, თუმცა რუბლევმა მოულოდნელად ბრეიკი შეუსრულა. 3:2-ზე დაწინაურებულ რუსს ბასილაშვილმა უკუბრეიკი დაუსვა და თამაშში დაბრუნდა.


 

საბოლოოდ სეტი 5:5-მდე მივიდა და როდესაც ტაიბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება მარტივად მოიგო, შემდეგ კი რუბლიოვს ბრეიკი შეუსრულა და პირველი სეტი თავისთვის დაიტოვა - 7:5.


 

მეორე სეტში ნიკა კვლავ უკეთესი იყო, თუმცა თანდათან სადავეები ხელიდან გაექცა და რუს მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა. რუბლიოვმა ბრეიკი შეასრულა, რომლის დროსაც ნიკამ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.

მესამე და გადამწყვეტი პარტია კვლავ ნიკას აქტიურობით დაიწყო. ქართველი 2:0 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა.


 

ამის შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მოულოდნელად 0-ზე წააგო და ახალგაზრდა რუსი თამაშში დააბრუნდა.

საბოლოოდ, რუბლიოვმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბასილაშვილმა მას ანალოგიურად უპასუხა - 0-ზე შესრულებული უკუბრეიკი და 3:1.


 

ამის შემდეგ ბასილაშვილმა სადავეები ხელიდან აღარ გაუშვა და ფინალი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა - 6:3 და ზედიზედ მეორე ჩემპიონობა ჰამბურგში!


 

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა და კარიერაში მე-3 ტიტული მოიპოვა. მან ჰამბურგის ტურნირის გარდა, 2018 წელს პეკინის ტურნირზე გაიმარჯვა.

2004-2005 წლების შემდეგ, როდესაც როჯერ ფედერერმა ზედიზედ ორჯერ შეძლო ჰამბურგის ტურნირის მოგება, ბასილაშვილი გახდა ისტორიაში მეორე, ვინც ამ ტურნირზე ტიტული დაიცვა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები