ძიუდოისტების ოთხი მედალი ოლიმპიურ ფესტივალზე
Aa
Aa

ძიუდოისტების ოთხი მედალი ოლიმპიურ ფესტივალზე

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

90 კილოში ტორნიკე ფოლადაშვილი მედლისთვის ბრძოლაში ებრაელ როი სივანს დაუპირისპირდა და მეტოქე იპონით დაამარცხა.

ბაქოში გამართულ შეჯიბრზე თორნიკემ კიდე სამი შეხვედრა გამართა, სადაც რუს ადამ სანგარიევთან და ესტონელ კარლ პრილინ ტურკთან იმარჯვა , ხოლო ფრანგ კენი ლივეცესთან დამარცხდა

+90 კილოში კი მედლისთვის ნაკრების მედროშემ გიგა ტატიაშვილმა იბრძოლა და იტალიელ ჟან კარლეტს მოუგო.

ტატიაშვილი პირველ წრეში მოლდოველ ალინ ბაგრინისთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა. სადაც ლატვიელ ალექსეი ივასჩენკოსა და გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაურს აჯობა.

გოგონებში კი თავის მედლისთვის ბრძოლა გვანცა სომხიშვილი გამართა.

გოგონთა ნაკრების მძიმე წონოსანმა ძიუდოისტმა სლოვენიელ ნიკი ნორჩიჩი იოლად დაამარცხა

შეგახსენებთ , რომ დღესვე ვერცხლის მედალი აკაკი ჯაფარიძემმოიპოვა.

ქართველი ფალავანი ფინალში ფრანგ არნო არეგბასთან დამარცხდა.

ამ მომენტისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 13 მედალია.

ცხელი ამბები