საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა
Aa
Aa

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ფინეთში გაემგზავრა

საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ფინეთში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ქალაქ ესპოოში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ვეტერანები შეიკრიბებიან და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პლანეტის ჩემპიონატში იასპარეზებენ. ქართველები 50 წელს გადაცილებულთა ჩემპიონატში გამოვლენ, სადაც მთლიანობაში 28 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს.

სანამ წლევანდელი ჩემპიონატის დეტალებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვეტერანთა ნაკრები უკვე წლებია, სისტემატურად ვარჯიშობს და საერთაშორისო ასპარეზზეც საკმაოდ აქტიურია. ჩვენი ნაკრები ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე და საკმაოდ შედეგიანადაც.

ნაკრების წევრები არიან წარსულში ცნობილი კალათბურთელები – მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, მისი თანაშემწე ზაზა ღონღაძე და კომპანია “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” პრეზიდენტი დავით გიორგობიანი. სწორედ კომპანია “ჰიუნდაისა” და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა ქართველ ვეტერანებს, კვლავ წარმოდგენილნი იყვნენ საერთაშორისო აქტივობებში და აქტიური კავშირი ჰქონდეთ მსოფლიო საკალათბურთო ოჯახთან.

იმ ასაკობრივ კატეგორიაში (50+), რომელშიც საქართველო ასპარეზობს, მთლიანობაში 28 გუნდია წარმოდგენილი. შექმნილია 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც პლეი ოფში 16 საუკეთესო გავა: თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო და უმჯობესი 2 მესამეადგილოსანი. შემდეგ თამაშები მერვედფინალიდან, პლეი ოფის სისტემით გაგრძელდება. საქართველოს მეტოქეები ჯგუფში იქნებიან: იტალია, კოლუმბია და პოლონეთი. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები