Aa
Aa

Daily Mail: "ჩელსიმ" ზაჰასთვის დიდი ფული გაამზადა!

იმის მიუხედავად, რომ „ჩელსის“ მომდევნო ზაფხულამდე სატრანსფერო შეზღუდვა აქვს, კლუბი ვილფრიდ ზაჰასთვის ბრძოლას მაინც აპირებს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, „ლურჯები“ „კრისტალ პალასისთვის“ სოლიდური თანხის შეთავაზებას გეგმავენ, რათა სხვა დაინტერესებულ კლუბებს აჯობონ და ფეხბურთელი მომავალი ზაფხულისთვის დაიბევონ.

„პალასს“ „ჩელსისთან“ შეთანხმება ხელს იმ შემთხვევაშიც აძლევს, რომ მიჩი ბატშუაის დამატების მეტი შანსი ექნება. ბელგიელმა ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სწორედ „სელჰურსტ პარკზე“ გაატარა და კლუბს მისი ისევ საკუთარ რიგებში ხილვა სურს.

მეორე მხრივ, ზაჰას „გუდისონ პარკზე“ გადასაყვანად აქტიურად მუშაობს „ევერტონი“, რომელიც „არწივებს“ თავიანთი ლიდერის სანაცვლოდ ჯენკ ტოსუნსა და 60 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

26 წლის ზაჰამ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 10 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები