''დინამოს'' განცხადება:''ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას''
Aa
Aa

''დინამოს'' განცხადება:''ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას''

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''დინამომ'' ''გაბალასთან'' გამართულ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

''გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე „ფეიკ“ და სახელდახელოდ შექმნილი გვერდების მიერ მოხდა თამაშის მიმდინარეობის არასწორედ და პროვოკაციულად ამსახველი, დამონტჟებული ფოტო და ტექსტური ინფორმაციის გავრცელება, სადაც აქცენტი პოლიტიკურ ბანერებზე და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებაზე გაკეთდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მატჩმა ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს ყველაფერი შეხვედრის პირდაპირ ვიდეო რეპორტაჟშიც თვალნათლივ ჩანდა. გულშემატკივართა მიერ არ ყოფილა გამოფენილი არანაირი პოლიტიკური სახის ბანერი და არც არანაირ დაძაბულობას არ ჰქონია ადგილი. ეს ცრუ ინფორმაციები ნამდვილად ვერ მიაყენებს ჩრდილს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას. გთხოვთ ამ პროვოკაციული გვერდების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.''

შეგახსენებთ, უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანული ''გაბალა'' შინ თბილისის ''დინამოსთან'' 0:2 დამარცხდა. საპასუხო მატჩი შემდეგ კვირაში ''დინამო არენაზე'' გაიმართება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვებული მესამე ეტაპზე ჰოლანდიურ ''ფეიენორდს'' შეხვდება.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები