გვილიას საგოლე გადაცემა ევროპა ლიგაზე
Aa
Aa

გვილიას საგოლე გადაცემა ევროპა ლიგაზე

ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვარშავის ''ლეგიამ'' შინ ფინური კუპს-ი 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ვაკო გვილიას გადაცემის შემდეგ მათეუშ ვიტესკამ გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ პოლონური კლუბის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. 25 წლის ნახევარმცველმა საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ''პოგონთანაც'' შეასრულა.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა შემდეგ კვირაში ფინეთში გაიმართება.

''ლეგია'' ფინური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში სლოვაკურ ''დუნაისკა სტრედასა'' და ბერძნულ ''ატრომიტოსს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფოტო: legia.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები