Aa
Aa

მორიგი ტრაგედია! 23 წლის მოკრივემ ბრძოლის შემდეგ გონება დაკარგა და მოგვიანებით გარდაიცვალა!

რუსი მოკრივის მაქსიმ დადაშევის გარდაცვალებამ სპორტული სამყარო შეძრა. ამ ტრაგიკულ ფაქტს უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა.

2 დღის შემდეგ კრივის სამყაროში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. 23 წლის არგენტინელი უგო სანტილიანი ბრძოლის დასრულების შემდეგ, როდესაც წამყვანი გამარჯვებულს აცხადებდა გონება დაკარგა და ჩაიკეცა.

 

კადრები საკმაოდ მძიმე სანახავია... სანტილიანმა ბრძოლისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ექიმებმა მისთვის დახმარება ადგილზევე სცადეს, შემდეგ ის ჰოსპიტალშიც გადაიყვანეს თუმცა ახალგაზრდა მოკრივე საბოლოოდ მაინც გარდაიცვალა.

ჰოსპიტალში გადაყვანისას სანტილიანი კომაში იმყოფებოდა, საბოლოოდ მას გულმაც უმტყუნა და კომიდან გამოსვლა ვერ შეძლო, ექიმების თქმით მოკრივე სწორედ ამის შემდეგ გარდაიცვალა.

უგო სანტილიანი რინგზე ურუგვაელ ედუარდო აბრეუს ხვდებოდა, ბრძოლის დათმობის შემდეგ მან სიცოცხლე ზუსტად მაქსიმ დადაშევის მსგავსად დაასრულა...

ცხელი ამბები