სოსო ფრუიძე:
Aa
Aa

სოსო ფრუიძე: "გარკვეული ასპექტებით მეტოქეზე 1 ნაბიჯით წინ ვიყავით"

ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურამ" თბილისში "დინამო არენაზე" შოტლანდიურ "აბერდინს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

საჩხერელებმა უკეთ ითამაშეს და უფრო მეტი მომენტიც შექმნეს, თუმცა შეხვედრა მაინც სტუმრებისთვის მისაღები შედეგით დასრულდა და ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს უსამართლობა იყო.

მატჩის შემდეგ "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ პრესკონფერენციაზე განვლილი დაპირისპირება შეაფასა.

 

"ვფიქრობ, გამართლების შემთხვევაში უკეთესი შედეგი შეიძლებოდა. ათლეტიზმში მეტოქეს ჩამოვრჩებოდით და ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა და დიდი ძალა წაიღო. სტანდარტულისას მოწინააღმდეგეს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ამ კუთხით 16 ნომერს გამოვარჩევდი.

მათ თამაშში ახალი არაფერი ყოფილა, ბოლო 2 მატჩი კარგად გვქონდა გაანალიზებული და გარკვეულ ასპექტებით მეტოქეზე 1 ნაბიჯით წინ ვიყავით.

საკუთარ მოედანზე ბევრად მოტივირებული და მონდომებულები იქნებიან და შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, თუმცა დიდ განსხვავებას არ ველოდები.

არდაზიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, შოტლანდიაში გუნდთან ერთად იქნება და ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები