ზაზა დოლიძე:''...დინამომ'' თავისი როლი უნდა დაინახოს...''
Aa
Aa

ზაზა დოლიძე:''...დინამომ'' თავისი როლი უნდა დაინახოს...''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანული ''გაბალა'' შინ თბილისის ''დინამოსთან'' 0:2 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრა თბილისში ''დინამო არენაზე'' შემდეგ კვირაში გაიმართება.

მატჩის შემდეგ თბილისური კლუბის ახალი დირექტორი ზაზა დოლიძე CrystalSport-ს ესაუბრა.

- რა გეგმები გაქვთ ახალ გუნდში?

-''დინამოს''  გეგმები უცვლელია,  ჩვენი მიზანია ჩემპიონობა, გვინდა რაც შეიძლება შორს გავიდეთ ევროპა ლიგაზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს ამის საშუალება და შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. რაც შეეხება ახალს, ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, 2020 წლიდან კლუბის მენეჯმენტში ახლებური მიდგომა გვექნება.

- კონკრეტულად რა გულისხმობს?

- აკადემიის უფრო მეტი პოპულარიზაცია და წამოწევა, ქომაგებთან უფრო აქტიური მუშაობა, საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა, ფეხბურთის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, ''დინამო'' ქართული ფეხბურთის ფლაგმანია, ''დინამომ'' თავისი როლი უნდა დაინახოს და დაიჭიროს ქართულ ფეხბურთში. როცა ''დინამო'' კარგადაა, ქართული ფეხბურთი კარგადაა.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები