Aa
Aa

"ტოტენჰემი" დიბალას სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდის!

პაულო დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულ კლუბებს ლონდონის „ტოტენჰემიც“ შეუერთდა და „იუვენტუსისთვის“ შეთავაზების გაკეთებასაც გეგმავს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონელებმა არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერისთვის დაახლოებით 90 მილიონი ევრო გაამზადეს და ტურინელებთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან. „დეზების“ ხელმძღვანელობა „იუვეს“ უახლოეს დღეებში დაუკავშირდება და პირველად სატრანსფერო დეტალებს განიხილავს.

Tuttosport-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, დიბალა მაურიციო სარის პირადად ესაუბრა, რის შემდეგაც ტურინის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, ამიერიდან კი დაინტერესებული კლუბების წინადადებებს ყურადღებით მოისმენს.

დიბალას მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ იჩენენ. ფეხბურთელს „ბიანკონერისთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები