Aa
Aa

რონალდუ: "წინასასეზონი შეკრებისას ასეთი სპორტულად აგრესიული თამაში სასიამოვნო იყო"

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მილანის „ინტერთან“ გამართული მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტებს გაესაუბრა და „ნერაძურის“ „იუვენტუსის“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე უწოდა.

„აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, გულშემატკივრები ფანტასტიკურ გარემოს ქმნიან და მეც და მთლიანად გუნდსაც მხარს აქტიურად გვიჭერენ.

„ინტერთან“ თამაში ყოველთვის შესანიშნავია, რადგან ისინი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეები არიან. დიდი გუნდია ბრწყინვალე მწვრთნელით და მის წინააღმდეგ წინასასეზონი შეკრებისას ასეთი სპორტულად აგრესიული თამაში სასიამოვნო იყო. გამარჯვებით კი ბედნიერები ვართ, ვფიქრობ, მოგება დავიმსახურეთ“.

გუშინდელ შეხვედრაში რონალდუმ ანგარიში საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, საბოლოოდ, „ბიანკონერიმ“ მილანელები თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა. ტურინში დაბრუნებულმა ჯანლუიჯი ბუფონმა ექვსიდან ექვსივე პენალტის კუთხე გამოიცნო და 3 მათგანი მოიგერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები