მეივეზერი:
Aa
Aa

მეივეზერი: "პაკიაომ მთელი მისი კარიერა და ცხოვრება ჩემს სახელზე აიწყო"

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, დღემდე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი პრესაში აგორებულ ჭორებს გამოეხმაურა.

ფლოიდის თქმით, ბევრი მისგან მენი პაკიაოსთან მატჩრევანშზე თანხმობის მიღებას ცდილობს.

"ირონიულად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ როდესაც მენი პაკიაოს სახელი მედიაში ჩნდება, იქვე გვხვდება ჩემი სახელიც. ამ ადამიანმა მთელი მისი კარიერა და ცხოვრება ჩემს სახელზე აიწყო. დროა მან ჩემი ბრენდის საკუთარი პროგრესისთვის გამოყენება შეწყვიტოს.

წლებია მესმის, რომ თითქოს მე მასთან ბრძოლის მეშინია. ეს სასაცილოა, რადგან როდესაც ერთმანეთს შევხვდით მას მარტივად გავუსწორდი.

ამის შემდეგ ის ხალხი ვინც ჩემს წინააღმდეგ საუბრობდა იძულებული გახდა, რომ მოეკეტა.

ეგრეთწოდებული ექსპერტები და ასევე კრიტიკოსები ცდილობენ, რომ მე მენის მატჩრევაშნის შანსი მივცე.

იმასაც ვფიქრობ, რომ როდესაც როკი მარჩიანოს რეკორდი დავამხე ძალიან იმედგაცრუებულები იყავით. ვერ იტანთ იმ ფაქტს, რომ შავი ბიჭი საუკეთესოა და დღემდე დაუმარცხებლად რჩება. გეტყვით, რომ ბოლოს ყოველთვის მე გავიცინებ". - წერს მეივეზერი სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერის ალი აბდელაზიზის თქმით, ფლოიდ მეივეზერი მათ ბრძოლის გამართვას სთავაზობს, მეტიც ფლოიდი მათ ეხვეწება.

დაღესტნელი მებრძოლის აგენტი იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ისინი ბრძოლით დაინტერესებულნი არ არიან.

ცხელი ამბები