პირველი ოქროს მედალი ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე
Aa
Aa

პირველი ოქროს მედალი ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე

ბაქოში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ნიკა ბაჩიაშვილმა მოუპოვა.

50 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუმინელი ალექსანდრუ მატეი ვაზარით დაამარცხა.

ბაჩიაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრა გამართა და სამივე იპონით გაიმარჯვა.

ნიკამ ტურნირის მიმდინარეობის დროს ავსტრიელ მარკუს ოერს, იტალიელ ტომას სკატოლინოს და ფრანგ რომენ ვალადირ პიკარს აჯობა.

ამ მომენტისთვის საქართველოს ანგარიშზე 9 მედალია. 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს დელეგაციას 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მედლები მოჭიდავეებმა მოუპოვეს.

ცხელი ამბები