Aa
Aa

სებალიოსი "არსენალს" შეუთანხმდა

ესპანური, ინგლისური და იტალიური პრესის ერთობლივი ინფორმაციით, დანი სებალიოსმა ლონდონის „არსენალთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და მის რიგებში იჯარის წესით ითამაშებს.

22 წლის ფეხბურთელს „რეალის“ დატოვება სურდა და მოლაპარაკებას რამდენიმე კლუბთან მართავდა, მათ შორის კი „არსენალმა“ ყველას აჯობა.

სებალიოსი „სამეფო კლუბში“ მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილო იყო და პრესასთან აღნიშნა, რომ გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ყოფნა სურს, რისთვისაც ახალ კლუბში გადასვლის იდეას განიხილავდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი „რეალმა“ 2017 წელს „ბეტისიდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები