კანკავამ შესაძლოა ''ტობოლი'' დატოვოს
Aa
Aa

კანკავამ შესაძლოა ''ტობოლი'' დატოვოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ შესაძლოა ''ტობოლი'' დატოვოს. ყაზახური Vesti.kz-ს ცნობით ევროპა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ კლუბში ხელფასების შემცირება იგეგმება. თითოეულ მოთამაშეს ხელფასი 20 პროცენტით შეუმცირდება.

33 წლის კანკავა ყაზახურ კლუბში 2018 წლიდან ასპარეზობს. ყველა ტურნირის ჩათვლით ''ტობოლის'' შემადგენლობაში 54 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

''ტობოლი'' კანკავას გარდა კიდევ რამდენიმე ლეგიონერთან დამშვიდობებას გეგმავს, თუმცა მათ შორის ნიკა კვეკვესკირის გვარი არ ფიგურირებს, რომელიც კანკავას თანაგუნდელია.

ამ ეტაპზე ''ტობოლი'' 39 ქულით ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს.

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ტობოლმა'' ლუქსემბურგული ''იუნეს ეშის'' ბარიერი ვერ დაძლია, რასაც მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ გაზაევის გადადგომა მოჰყვა.

ფოტო: fctobol.kz

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები