ჰოლანდიელი ვუნდერკიდის უარი ''ბარსელონას'' - 16 წლის ტალანტი პსჟ-ში მიდის
Aa
Aa

ჰოლანდიელი ვუნდერკიდის უარი ''ბარსელონას'' - 16 წლის ტალანტი პსჟ-ში მიდის

"ბარსელონას'' აკადემიის, ''ლა მასიას'' მოთამაშე ხავი სიმონსი ესპანურ კლუბს ტოვებს. ინფორმაცია 16 წლის ვუნდეკიდმა სოციალურ მედიაში გაავრცელა.

ჰოლანდიელი ტალანტის თქმით ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და კლუბს დაემშვიდობა.

''არასდროს დამავიწყდება დღე, როცა 9 წლის ასაკში ''ბარსელონას'' მაისურით პირველად ვითამაშე და როცა ჩემი ოცნება ახდა.''ბარსელონა'' ჩემი ოჯახი იყო, რთულია ოჯახთან დამშვიდობება.ჩემს ცხოვრებაში რთული დღეა.

ასაკის მიუხედავად ყოველთვის ვგრძნობდი ''ბარსელონას'' ქომაგების სიყვარულსა და მხარდაჭერას. მადლობა, მადლობა, მადლობა მთელი გულით. არასდროს დამავიწყდება აქ გატარებული დრო.''

Mundo Deportivo-ს ცნობით სიმონსის აგენტი მინო რაიოლაა და ფეხბურთელი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ''ბარსელონა'' ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 200 000 ევროს სთავაზობდა, თუმცა სიმონსიმ წინადადებას უარით უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ სიმონსი ახალგაზრდებს შორის 4 ოქროს ბურთის მფლობელი გახლავთ. ესპანეთში მას ჩავისა და ინიესტას უკვე დიდი ხანია ადარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები