Aa
Aa

რონალდუს მაიორგასთან სკანდალის გამო პატიმრობა აღარ ემუქრება

კრიშტიანუ რონალდუს კეტრინ მაიორგას მიერ წაყენებული ბრალდებების გამო პატიმრობა აღარ ემუქრება. ამერიკის პროკურატურამ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში დაადასტურა, რომ მაიორგას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საამისოდ საკმარისი არაა.

გასულ წელს დაწყებული გამოძიება გრძელდება და რონალდუს, შესაძლოა, გარკვეული ჯარიმის ან კომპენსაციის გადახდა მაინც მოუწიოს.

კრიშტიანუს ადვოკატმა, პეტერ კრისტიანსენმა და ფეხბურთელის სხვა წარმომადგენლებმა პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

კეტრინ მაიორგა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რონალდუმ მასზე თავდასხმა 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები