Aa
Aa

ზუროსი: "ევროპირველობაზე საქართველოს კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ჰყავდეს"

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, ევრობასკეტ 2021-ის კენჭისყრას გამოეხმაურა. ბერძენი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ევროპირველობაზე საქართველოს კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა ჰყავდეს.

ალიან რთულია კენჭისყრის შედეგებზე საუბარი, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიცით, თუ რა შემადგენლობებს მოუყრიან თავს ოპონენტები. ასევე ზუსტად არ ვიცით, ვინ იქნებიან ჩვენს ნაკრებში.

უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას. როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

საკვალიფიკაციო რაუნდში ჩვენი მეტოქეები ფინეთისა და სერბეთის ნაკრებები იქნებიან, კიდევ ერთი მოწინააღმდეგე კი შვეიცარია, პორტუგალია ან ისლანდია იქნება. შესარჩევი ეტაპის მატჩები 2020 წლის თებერვლიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო შესარჩევ ეტაპზე კონკურსგარეშე ასპარეზობს და ფინალურ ტურნირზე ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში გავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები