Aa
Aa

მცირე კონფლიქტი - შელაპარაკება რონალდუსა და სარის შორის

ტურინის „იუვენტუსმა“ წინასასეზონო სამზადისი დაიწყო და პირველი მატჩი „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც დრამატულ ბრძოლაში 2:3 დათმო.

თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მოედანი 63-ე წუთზე დატოვა და მაურისიო სარისთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა.

პორტუგალიელს მოედნის დატოვება არ სურდა და ეს იტალიელ სპეციალისტს პირდაპირ ადგილზევე უთხრა.

კამერებმა რონალდუს უკმაყოფილო სახე და მცირე შელაპარაკება უმალვე დააფიქსირეს, რაც შემდგომში ინტერნეტშიც გავრცელდა.

რონალდუ და მესი იმ კალიბრის მოთამაშეები არიან, რომლებსაც მოედნის დატოვება არასდროს სურთ. მსგავსი პრობლემა ჰქონდა ზიდანსაც, როდესაც ის „რეალში“ კრიშტიანუს წვრთნიდა, თუმცა ზიზუ სიტუაციას აკონტროლებდა. ამჯერად ამის გაკეთება სარის მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ 34 წლის არის ის ფორმას ინარჩუნებს და ყველას გაოცებას კვლავ ახერხებს. სარის მასთან საერთო ენის გამოძებნა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამით მხოლოდ გუნდი იზარალებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები