Aa
Aa

ზაჰასთვის ბრძოლაში "ბაიერნი" ჩაერთო

„კრისტალ პალასის“ კოტ დივუარელი გარემარბის ვილფრიდ ზაჰას მიმართ სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

როგორც ცნობილია 26 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება და მის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდასაც გეგმავს.

დღეს 90 Min.com-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ზაჰასთვის ბრძოლაში მიუნხენის „ბაიერნიც“ ერთვება.

„რეკორდმაისტერი“ გასული სეზონის ბოლოს ორმა ლეგენდამ არიენ რობენმა და ფრენკ რიბერიმ დატოვეს. ნიკო კოვაჩს შემადგენლობაში ახალი გარებარბი სჭირდება და ასეთად ხორვატ სპეციალისტს სწორედ ზაჰა მიაჩნია.

კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი ტრავმებისკენ არიან მიდრეკილნი და კოვაჩი მთელი სეზონი მათ ვერ დაეყრდნობა. ამრიგად, ზაჰასთვის ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრდება. ფეხბურთელმა კლუბს აცნობა, რომ ის წინადადებების განხილვას გეგმავს და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

„კრისტალ პალასი“ ვილფრიდ ზაჰას 80 მილიონ ფუნტად აფასებს. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2023 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები