Aa
Aa

ჩინური კლუბი ბეილს კვირაში მილიონ ევროს სთავაზობს!

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ცნობით, ჩინური „ბეიჯინ გუანი“ გარეტ ბეილს კვირაში 1 მილიონი ფუნტის ოდენობის ხელფასს სთავაზობს. გამოცემის თქმით, ჩინელებმა ბეილის აგენტს ეს შეთავაზება უკვე გაუკეთეს.

თუკი გარიგება შედგა, გარეტ ბეილი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და წლიურად 52 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით თავად უელსელის პოზიცია უცნობია, იგი უფრო ევროპაში დარჩენას ამჯობინებს, თუმცა ვნახოთ, აზიელთა წინადადება რა შედეგს გამოიღებს.

ჩინელებს ამ დრომდე უშუალოდ „რეალთან“ კონტაქტი არ ჰქონიათ, როგორც ჩანს, ისინი ბეილის პასუხს ელოდებიან და სატრანსფერო მოლაპარაკებებსაც საჭიროების შემთხვევაში წამოიწყებენ.

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, ბეილს კიდევ ერთი ჩინური კლუბი - „ძიანსუ სუნინიც“ ეპატიჟება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები