Aa
Aa

"ბარსა" კლუივერტს ახალგაზრდული აკადემიის დირექტორად ნიშნავს

„ბარსელონა“ თავის აკადემიაში „ლა მასიაში“ ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავს. ბოლო წლებში კატალონიელთა სკოლა რამდენიმე იმედისმომცემმა ახალგაზრდამ დატოვა და ეს კლუბის ბორდის არასწორი მუშაობის დამსახურება იყო.

„ბარსას“ ძირითად გუნდში უკანასკნელ წლებში სულ უფრო ცოტა „ლა მასიელი“ გადადის და ეს პრობლემაა, რომელიც კლუბს ტალანტების დაკარგვად უჯდება.

ესპანური პრესა იუწყება, რომ „ბარსელონას“ ბორდი რამდენიმე დღეში ახალგაზრდული აკადემიის დირექტორად პატრიკ კლუივერტს დანიშნავს.

კლუბი ამ სფეროში მასშტაბური ცვლილებებისთვის ემზადება. ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი „ბლაუგრანასთვის“ ნომერ პირველი კანდიდატურაა.

როგორც მოგეხსენებათ, კლუივერტი კატალონიელთა ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს.

ჰოლანდიელს უკვე საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდა. ის „აიაქსის“ აკადემიაში მუშაობდა, რის შემდეგაც ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც იყო, შემდეგ პსჟ-ს სპორტული დირექტორის თანამდებობაც დაიკავა, ბოლოს კი კამერუნის ეროვნულ ნაკრებში კლარენს ზეედორფთან ერთად მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ კლუივერტთან ერთად ხსენებულ თანამდებობაზე ჩავი როხას კანდიდატურაც განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები