Aa
Aa

"საბურთალოს" 4 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ''საბურთალო'' ზაგრების ''დინამოს'' შეხვდება.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში კენჭისყრა გაიმართა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის 4 სავარაუდო მეტოქე გაირკვა.

ზაგრების ''დინამოს'' დამარცხების შემთხვევაში ''საბურთალოს'' მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე  ''ფენეცვაროშსა“ და ''ვალეტას“ შორის გამარჯვებული იქნება. პირველი შეხვედრა 6 ან 7 აგვისტოს თბილისში გაიმართება, საპასუხო კი - 13 აგვისტოს.

''საბურთალო'' ხორვატულ გუნდთან დამარცხების შემთხვევაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხურ ''არარატ-არმენიასა'' და გიბრალტარის ''ლინკოლნს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება.

თუ ''საბურთალო'' ხორვატულ გუნდთან დამარცხდება და შემდეგ ''არარატ-არამენიასა'' და ''ლინკოლნს'' შორის გამარჯვებულს დაამარცხებს, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავა, რაც სადებიუტო ევროსეზონში თბილისური კლუბისთვის დიდი წარმატება იქნება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''საბურთალოსა'' და ზაგრების ''დინამოს'' პირველი დაპირისპირება 23 ივლისს, ''მიხეილ მესხზე'' 21:30 საათზე დაიწყება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები