Aa
Aa

საკი: "იკარდი "იუვენტუსში" სირთულეებს წარმოშობს"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი, არიგო საკი, მაურო იკარდის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

საკი თვლის, რომ არგენტინელი ფორვარდი სარის სტილის ფეხბურთში ნაკლებად ჯდება და იგი „იუვეში“ პრობლემებს წარმოშობს.

„იკარდი საკუთარი საქმის სპეციალისტია, თუმცა სარის სტილის ფეხბურთში ნაკლებად ჯდება. „იუვეს“ პოტენციურ ფორმაციაში კრიშტიანუ რონალდუს სივრცეს შეუზღუდავს, პორტუგალიელი მარცხნიდან ცენტრში შესვლისას კომფორტულად ვეღარ იმოძრავებს, რადგან იქ იკარდი იქნება.

სარი დიდი მწვრთნელია და გასაოცარი უნარები აქვს ფეხბურთელებს ახალი ასპექტები ასწავლოს, თუმცა საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ სურს მას, რომ ახალი სირთულეები წარმოშვას“.

მაურიციო სარის ხელმძღვანელობით „ბიანკონერიმ“ გუშინ პირველი მატჩი გამართა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ტოტენჰემთან“ 2:3 წააგო. ტურინელთაგან გოლები კრიშტიანუ რონალდუმ და გონსალო იგუაინმა შეაგდეს.

საწყისი წუთებიდან შეტევაში ბერნარდესკი-მანჯუკიჩი-რონალდუს ტრიო მოქმედებდა, იგუაინი კი მინდორზე მეორე ტაიმში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები