გვილიას საგოლე პასი ექსტრაკლასას პირველ ტურში
Aa
Aa

გვილიას საგოლე პასი ექსტრაკლასას პირველ ტურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის, ვაკო გვილიასთვის ''ლეგიას'' მაისურით პოლონეთის ექსტრაკლასაში ჩატარებული პირველი მატჩი უიღბლო გამოვიდა. ''ლეგია'' შინ ''პოგონთან'' 1:2 დამარცხდა.

59-ე წუთზე ვაკო გვილიას საგოლე გადაცემით 19 წლის ხორვატმა სანდრო კულენოვიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა - 1:0. სტუმრებმა 61-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს, 84-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს.

 

გვილიამ 90 წუთი ითამაშა. არბიტრმა მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი უჩვენა.

ექსტრაკლასას მეორე ტურში ''ლეგია'' გასვლით მატჩს სტუმრად ვატო არველაძის ''კორონასთან'' გამართავს.

ფოტო: legia.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები