პსჟ-ს მორიგი მცდელობა - თანხა, ბეილი და ნეიმარი
Aa
Aa

პსჟ-ს მორიგი მცდელობა - თანხა, ბეილი და ნეიმარი "რეალის" იქნება

პსჟ მთელი ძალებით ცდილობს და ყველა ხავსს ეჭიდება, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" არ დააბრუნოს.

როგორც ცნობილია პარიზელები ნეიმარის ყიდვას "იუვენტუსს" სთავაზობენ. ხელაიფიმ ბრაზილიელის ყიდვა "რეალს" 2-ჯერ შესთავაზა, თუმცა მადრიდელთაგან ორივეჯერ უარი მიიღო.

The Independent-ის ინფორმაციით, პსჟ-ს მორიგი მცდელობა აქვს. ფრანგული კლუბი "რეალისგან" გარეთ ბეილსა და გარკვეულ თანხას ითხოვს, რის სანაცვლოდაც სამეფო კლუბს ნეიმარს დაუთმობენ.

ჯერჯერობით "რეალის" პასუხი უცნობია. ცნობილი 2 რამ არის: ერთი ის, რომ ნეიმარს კარიერის მხოლოდ "ბარსელონაში" გაგრძელება სურს და მეორე, "რეალის" გეგმებში ბრაზილიელის შეძენა აღარ შედის, რადგან ზინედინ ზიდანს მის პოზიციაზე აზარი და ვინისიუსი ჰყავს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ვარჯიშის შემდეგ გასახდელში ნეიმარმა და ლეონარდომ იჩხუბეს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფეხბურთელს უყვირა და მისი ხმამაღალი ტონი უპასუხოდ არც ნეიმარს დაუტოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები