ნეიმარმა და ლეონარდომ გასახდელში იჩხუბეს! ყველაფერი დასრულდა?
Aa
Aa

ნეიმარმა და ლეონარდომ გასახდელში იჩხუბეს! ყველაფერი დასრულდა?

ნეიმარსა და პსჟ-ს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ პარიზელთა ბოლო ვარჯიშის შემდეგ, გასახდელში ბრაზილიელი ფეხბურთელი თანამემამულე ლეონარდოს ეჩხუბა.

როგორც მოგეხსენებათ ლეონარდო კლუბის სპორტული დირექტორია და ის გუნდში ახალი მიდგომის დანერგვას გეგმავს.

მისი ხედვით ყველა ფეხბურთელი თანასწორია და პრივილეგიებით არავინ ისარგებლებს.

წყაროს თანახმად, ლეონარდომ ნეიმართან საუბრისას ტონს საკმაოდ აუწია და მას უყვირა კიდეც. პასუხი ნეიმარმაც გასცა და შეიძლება ითქვას ფეხბურთელსა და კლუბს შორის ამ მომენტისთვის ყველაფერი დასრულებულია.

ლეონარდომ ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათ ნეიმარისთვის აეხსნათ რაც მან ჩაიდინა და რომ ასე მოქცევა შეურაცხმყოფელია.

როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი შეკრებაზე 1 კვირით გვიან გამოცხადდა და ამ ქმედებამ კლუბი გააღიზიანა.

"ნეიმ" მოგვიანებით პრესასთან საუბრისას თავის საუკეთესო საფეხბურთო მოგონებად პსჟ-ს 6:1 დამარცხება დაასახელა და ცეცხლზე ნავთი დაასხა.

ესპანური პრესის თქმით მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება და ნეიმარის სატრანსფერო საგაც დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები