Sport:
Aa
Aa

Sport: "ბარსას" ზაფხულში 6 ფეხბურთელი ტოვებს!

ესპანური გამოცემა Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაფხულში კატალონიურ "ბარსელონას" 6 ფეხბურთელი დატოვებს. 

სააგენტო ამტკიცებს, რომ "ბარსას" სამწვრთნელო შტაბმა და ხელმძღვანელობამ შემდეგ მოთამაშეებთან გამოთხოვება გადაწყვიტეს: ვერმაელენი, ადრიანო კორეია, დუგლასი, ბარტრა, ვიდალი და დანი ალვეში.

როგორც ხედავთ ყველა მათგანი მცველია, ასე რომ, უახლოეს პერიოდში "ბლაუგრანასგან" მცველების გადასაბირებლად, სატრანსფერო ბაზარზე, სერიოზულ აქტივობებს უნდა ველოდეთ.

რაც შეეხება დანი ალვეშს, როგორც ჩანს, ბრაზილიელს კლუბის შეფებთან საქმე მთლად კარგად ვეღარ აქვს და ბოლო დროს სათადარიგო სკამზე ჯდომის შემდეგ, საერთოდ "ნოუ კამპიდან" აბარგება მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები