ფრუიძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები: ''აინტრახტი,'' პსვ, ''ბაზელი'' და სხვები
Aa
Aa

ფრუიძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები: ''აინტრახტი,'' პსვ, ''ბაზელი'' და სხვები

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ''ჩიხურას'' მეტოქე შოტლანდიური ''აბერდინია.'' ბრიტანულ კლუბთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში სოსო ფრუიძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.

პსვ (ჰოლანდია) - ბაზელი (შვეიცარია) (მათ შორის დამარცხებული ევროპა ლიგაზე გადაერთვება და შესაძლოა ''ჩიხურას'' შეხვდეს, გამარჯვებული ''ჩიხურას'' არ შეხვდება და  ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს ასპარეზობას). 

კონას კუეი ნომადსი (უელსი) - ბელგრადის პარტიზანი (სერბეთი) - (გამარჯვებული შესაძლოა ''ჩიხურას'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

ტალინის ფლორა (ესტონეთი) - ფრანკფურტის აინტრახტი (გერმანია) - (გამარჯვებული შესაძლოა ''ჩიხურას'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

რიეკა (ხორვატია) (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ერთვება ევროპა ლიგის გათამაშებაში)

იუნეს ეში (ლუქსემბურგი) - ვიტორია გიმარაინში (პორტუგალია) - (გამარჯვებული შესაძლოა ''ჩიხურას'' შეხვდეს, დამარცხებული ევროტურნირებს დაემშვიდობება)

25 ივლისს ''აბერდინი'' სოსო ფრუიძის გუნდს ''დინამო არენაზე'' ესტუმრება, საპასუხო მატჩი პირველ აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები