Aa
Aa

დე ხეას ახალი კონტრაქტი

Goal-ის ინფორმაციით დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

28 წლის გოლკიპერი "ოლდ ტრაფორდზე" 6 წლით დარჩება და ამ დროის განმავლობაში მისი ანაზღაურება კვირაში 375 ათასი ფუნტი იქნება.

დე ხეას გადაბირებას წლების განმავლობაში მადრიდის "რეალი" ცდლობდა, თუმცა სამეფო კლუბის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.

ესპანელი გოლკიპერი "იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. დე ხეას ანგარიშზე 362 მატჩია, რომელთაგან 128 შემთხვევაში მან კარის მშრალად შენახვა შეძლო.

აქვე დავამატებთ, რომ დე ხეას კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის სტატუსის მიღება სურდა, თუმცა ამის მიღწევა ვერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები