Aa
Aa

კეროლი შესაძლოა ''კაჭკაჭებში'' დაბრუნდეს

30 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ენდი კეროლი რვაწლიანი განშორების შემდეგ შესაძლოა ნიუკასლის ფეხბურთელი გახდეს.ინფორმაციას Talksport-ი ავრცელებს.

2018-19 წლების სეზონის შემდეგ კეროლს ''ვესტ ჰემთან'' კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

ინგლისელმა ფორვარდმა კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ''ჩაქუჩებს'' დაუკავშირდა, სადაც 2012-19 წლებში თამაშობდა. მას ასევე უთამაშია ''ლივერპულსა'' და ''პრესტონში.''

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები