Aa
Aa

ანჩელოტის სამი სამიზნე

იტალიური ტუტომერკატოს ცნობით თუ ნაპოლი ხამეს როდრიგესს ვერ გადაიბირებს და კოლუმბიელი მადრიდის ''ატლეტიკოში'' წავა, იტალიური კლუბი მექსიკელი ირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე იმუშავებს. ნეაპოლელები ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ პსვ-ს ლიდერს განიხილავენ.

23 წლის გარემარბი მექსიკური ''პაჩუკას'' აღზრდილია. მას ფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2017 წელს პაჩუკადან ჰოლანდიურ კლუბში გადავიდა და პსვ-სთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლოსანოსთვის ყველაზე წარმატებული 2018 წელი გამოვიდა. ჰოლანდიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.

ტუტომერკატოს ცნობით ანჩელოტი ასევე განიხილავს ''ინტერის'' ფორვარდ მაურო იკარდისა და ფრანგული ''ლილის'' გარემარბ ნიკოლას პეპეს შეძენას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები