Aa
Aa

ბეილი ''რეალს'' დატოვებს, ზიდანის თქმით ცვლილებების დროა

აშშ-ში მიუნხენის ბაიერნთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დაადასტურა, რომ კლუბი გარეტ ბეილის ტრანსფერზე მუშაობს.

უელსელის გვარი სასტარტო თერთმეტეულის გარდა სამატჩო განაცხადშიც ვერ ამოვიკითხეთ, მატჩის შემდეგ ზიდანმა განაცხადა, რომ კლუბში ცვლილებების დროა. ლეგენდარული ფრანგის თქმით ბეილთან კონფლიქტი არ აქვს, გადაწყვეტილება სუფთა საფეხბურთო კუთხით მიიღო.

ბეილის დამატებით ერთ-ერთი ჩინური კლუბია დაინტერესებული, თუმცა მისი აგენტის განცხადებით მოთამაშე აზიაში წასვლას არ გეგმავს. ბრიტანული მედიის ცნობით ბეილი შესაძლოა ლონდონის ტოტენჰემში დაბრუნდეს.

ბრიტანელი საუთჰემპტონის აღზრდილია. 2007-13 წლებში ტოტენჰემის ღირსებას იცავდა, თუმცა კლუბი უტიტულოდ დატოვა. 2013 წელს ჩრდილოლონდონური კლუბიდან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ სამეფო კლუბში გადავიდა, სადაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები