Aa
Aa

ნეიმარის სატრანსფერო საგა გრძელდება

მიმდინარე ზაფხულის მთავარი სატრანსფერო მოვლენა კვლავ ნეიმარია. 27 წლის ბრაზილიელის ირგვლივ ინფორმაციები ყოველდღიურად ვრცელდება.

როგორც ცნობილია ბრაზაილიელს უკან "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს და პსჟ-მაც იცის, რომ მის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს.

პარიზელთა ბრაზილიელმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ნეიმარის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მათ "ბარსელონასგან" ოფიციალური შეთავაზება ჯერაც არ მიუღიათ.

კატალონიელები ჯერაც ფიქრობენ, თუ რა უნდა შესთავაზონ პარიზელებს ნეიმარის სანაცვლოდ. კლუბს სოლიდური თანხის გადახდა ამ მომენტისთვის არ შეუძლია და აქცენტს ბარტერზე აკეთებს, თუმცა ესეც საკმაოდ რთული გზაა და საკმაო დროს მოითხოვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიმარის სატრანსფერო საგა აგვისტოს ბოლომდე გაიწელება და კულმინაცია სწორედ ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრეა მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები