Aa
Aa

ფელიპე ლუისი ბრაზილიაში ბრუნდება

Marca-ს ინფორმაციით მადრიდის "ატლეტიკოს" 33 წლის მარცხენა მცველი ფელიპე ლუისი ბრაზილიაში ბრუნდება.

ლუისი უდიდესი ალბათობით კარიერას "ფლამენგოში" გააგრძელებს.

ფელიპე მოლაპარაკებებს "ბარსელონასთან" მართავდა და კატალონიელთა პასუხს ელოდა. "ბლაუგრანა" მას ხორდი ალბას დუბლიორად მოიაზრებდა.

საბოლოოდ "ბარსამ" აქცენტი ჟუნიორ ფრიპოსა და რაფაელ გერეიროზე გადაიტანა და ლუისთან შეთანხმება არ შედგა.

33 წლის ბრაზილიელი "ატლეტიკოში" დარჩენასაც არ გამორიცხავდა, თუმცა "როხიბლანკომ" ვეტერანის თავის რიგებში დატოვება აღარ მოისურვა.

ამრიგად, 8 სეზონის შემდეგ ლუისი "ატლეტიკოს" ემშვიდობება. მის ანგარიშზე 333 მატჩში 12 გოლი და 30 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები