Aa
Aa

''მანკუნიანელებს'' პეპეს გადაბირება სურთ

The Times-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლილის" ფორვარდის ნიკოლა პეპეს გადასაბირებლად ემზადება.

"მანკუნიანელები" 24 წლის კოტ დივუარელი ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

პეპემ გასულ სეზონში "ლილის" მაისურით 37 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც გრანდების ინტერესის მისაპყრობად საკმარისი გამოდგა.

მის მიმართ დიდ ინტერესს "ლივერპულიც" იჩენს.

წყაროს ცნობით პეპეს შეძენას თავად ოლე გუნარ სულშერი ითხოვს და "წითელი ეშმაკები" "ლილს" ოფიციალური წინადადებით მალე მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები