''საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია!
Aa
Aa

''საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია!

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ''საბურთალო'' ზაგრების ''დინამოს'' შეხვდება. უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით მარცხის შემთხვევაში თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. ასეთ შემთხვევაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია, რომელთაგან ერთ-ერთ გამარჯვებულს ქართული კლუბი დაუპირისპირდება.

ტრე პენე (სან მარინო) - სუდუვა (ლიეტუვა)

პიასტ გლივიცე (პოლონეთი) - რიგა (ლატვია)

არარატ-არმენია (სომხეთი) - ლინკოლნ რედ იმპს (გიბრალტარი)

ვალურ რეიკიავიკი (ისლანდია) - ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

ტორსჰავნი (ფარერის კუნძულები) - ლინფილდი (ჩრდილოეთ ირლანდია)

ზაგრების ''დინამოს'' დამარცხების შემთხვევაში ''საბურთალოს'' სავარაუდო მეტოქეები ცნობილია. ხორვატული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში მათგან ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისურ კლუბს დაუპირისპირდება, პლუს საბერძნეთის ჩემპიონი პაოკ-ი, რომელიც ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს.

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - დანდოლკი (ირლანდია) 

მარიბორი (სლოვენია) - აიკ (შვედეთი)

პაოკ (საბერძნეთი)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - ჰიკ (ფინეთი)

თელ-ავივის ''მაქაბი'' (ისრაელი) - კლუჟი (რუმინეთი)

ვალეტა (მალტა) - ფერენცვაროში (უნგრეთი)

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები