მორიგი გოლი MLS-ში ! ყაზაიშვილის ბრწყინვალე სერია გრძელდება
Aa
Aa

მორიგი გოლი MLS-ში ! ყაზაიშვილის ბრწყინვალე სერია გრძელდება

''სან ხოსეს'' ქართველი ლიდერის, ვაკო ყაზაიშვილის გოლების სერია გრძელდება. MLS-ის მორიგ ტურში ''ვანქუვერი'' შინ ''სან ხოსესთან'' 1:3 დამარცხდა. მასპინძლებმა მე-7 წუთზე ანგარიში გახსნეს. მე-16 წუთზე 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში გაათანაბრა.

ყაზაიშვილმა ''სან ხოსეს'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

მატჩის 51-ე წუთზე ყაზაიშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა.

ვაკოს კიდევ ერთი ეფექტური გარღვევა.

82-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილი შეცვალეს, ხოლო მის თანაგუნდელ გურამ კაშიას თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სამატჩო განაცხადშიც არ იმყოფებოდა.

მატიას ალმეიდას გაწვრთნილი ''სან ხოსეს'' დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები