ტაბიძის გოლი და ავტოგოლი
Aa
Aa

ტაბიძის გოლი და ავტოგოლი "კრასნოდართან"

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში ჯიმი ტაბიძემ "კრასნოდარის" წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა, თუმცა მათგან ერთი - საკუთარი გუნდის კარში.

ქართველის "უფასთვის" თამაშის პირველი ტაიმი მშვენივრად წარიმართა, მე-40 წუთზე ტაბიძემ თავით შეაგდო და გასახდელში გუნდები 2:0-ით გავიდნენ.

მეორე ნახევარში კრასნოდარელები გამოფხიზლდნენ და თამაშში გარდატეხაც შეიტანეს, გადამწყვეტი კი 87-ე წუთზე იმავე ტაბიძის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლი გამოდგა, საბოლოოდ, "უფამ" 2:3 წააგო.

ორი ტურის შემდეგ "უფას" ქულა არ აქვს, გუნდი ორივე ტურში ერთნაირი ანგარიშით - 2:3 დამარცხდა. ტაბიძემ ხსენებულ მატჩებში 90-90 წუთი ითამაშა.

ტანმაღალი ქართველი მცველი "უფაში" 2017 წლიდან ასპარეზობს, იქამდე კი "ურალის", ბელგიური "გენტისა" და "საბურთალოს" ღირსებას იცავდა. 23 წლის ტაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით გამართულ 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები