El Mundo Deportivo: ტიაგო სილვას
Aa
Aa

El Mundo Deportivo: ტიაგო სილვას "ბარსელონაში" გადასვლა სურს...

ფრანგული "პსჟ"-ს კაპიტანი ტიაგო სილვა, როგორც ჩანს მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებამ დაღალა და პარიზიდან წასვლაზე უჭირავს თვალი. 

31 წლის ცენტრალურმა მცველმა "ნოუ კაპმზე" გადასვლის სურვილი ჟურნალისტებთან საჯაროდ დაადასტურა. 

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ მას "ჩემპიონთა ლიგის" მოგება სურს და ალბათ, სილვას "პსჟ"-სთან ერთად ამ ტიტულის მოგების იმედი საბოლოოდ გადაეწურა. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი "პარკ დე პრენსზე" 2012 წელს "მილანიდან" გადაბარგდა და მას შემდეგ ლორან ბლანის გუნდში 102 შეხვედრა ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები