ბათუმის
Aa
Aa

ბათუმის "დინამომ" ჯიღაური წარადგინა

ბათუმის "დინამომ" ფრანგული "გრენობლიდან" ჯაბა ჯიღაური გადაიბირა და იგი საზოგადოებას დღეს წარუდგინა. ბათუმელთა ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ცნობით, მხარეებს შორის 2.5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

"დინამომ" ჯიღაურს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა, რომელშიც ფეხბურთელი ახალი გუნდის მაისურს პირადად ირგებს და ლოგოზე მიგვანიშნებს.

27 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატი 2016 წელს დატოვა და კარიერა მაკედონიურ ვარდარში გააგრძელა, რომლის რიგებშიც 2 სეზონი ითამაშა, შემდეგ რამდენიმე თვით ყაზახურ "ორდაბასიში" გამოდიოდა, "გრენობლის" ღირსებას კი 2018-2019 წლების სეზონის დასაწყისიდან იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები