საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!
Aa
Aa

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალისტები გამოვლინდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც მოხვდა.

ჩვენმა გუნდმა მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილოსან საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ქართველები თავიდან ანგარიშში ჩამორჩნენ, თუმცა სანდრო ბაზაძის ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით სიტუაცია გამოასწორეს და საბოლოოდ 45:42 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს და 1/4 ფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები