იბრა-ფანტასტიკა! - ზლატანის ჰეთ-თრიქი ლოს ანჯელესურ დერბიში
Aa
Aa

იბრა-ფანტასტიკა! - ზლატანის ჰეთ-თრიქი ლოს ანჯელესურ დერბიში

37 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგა MLS-ში ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს. შვედმა ვარსკვლავმა დასავლეთ კონფერენციის უძლიერეს გუნდ "ლოს ანჯელესს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

ლოს ანჯელესური დერბის აშკარა ფავორიტად ჩემპიონატის ლიდერი "ლოს ანჯელესი" ითვლებოდა, თუმცა "ლოს ანჯელეს გალაქსის" სკანდინავიელმა ფორვარდმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. "იბრამ" მე-8; 56-ე და 70-ე წუთებზე ერთმანეთზე ეფექტური გოლები შეაგდო და დერბიში თავის გუნდს 3:2 მოაგებინა.

"გალასის" გამარჯვების მიუხედავად, გუნდი მაინც მე-2 ადგილზეა და "ლოს ანჯელესს" დიდი სხვაობით ჩამორჩება, გუნდებს შორის დაშორება ერთბაშად 9 ქულაა.

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის მიმდინარე სეზონში 16 გოლი მოაგროვა, თუმცა ბომბარდირთა დავაშიც "ლოს ანჯელესი" და მისი ფეხბურთელი - კარლოს ველა ლიდერობს. მექსიკელმა მეტოქეთა კარი 21-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები