ნეიმარის ტრანსფერი ჩიხში შედის?
Aa
Aa

ნეიმარის ტრანსფერი ჩიხში შედის?

ნეიმარის ტრანსფერი ჩიხში შედის. პსჟ მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, რომლის გადახდა არცერთ გუნდს არ სურს, თავად ბრაზილელს კი გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.

Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარი არ განიხილავს არცერთ ვარიანტს გარდა "ბარსელონაში" დაბრუნებისა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები "იუვენტუსთან" საუბარს გეგმავენ, თუმცა როგორც ჩანს თავად ნეიმარს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.

Mundo წერს, რომ "ბარსა" ბრაზილიელის სანაცვლოდ არცერთი ცენტის გადახდას არ გეგმავს. კატალონიელები თანახმა მხოლოდ ბარტერზე არიან.

ყველაზე რეალური ამ მომენტისთვის კოუტინიოსა და რაკიტიჩის შეთავაზება გახლავთ, რომელსაც სავარაუდოდ კიდევ 1 მოთამაშეც დაემატება.

უნდა გამოვრიცხოთ ბარტერში დემბელეს ჩართვა, რომელსაც კლუბში დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

"ბლაუგრანას" მიერ შეთავაზებული მესამე მოთამაშე შესაძლოა მალკომი გახდეს, თავად ბრაზილიელმა ტრანსფერზე დაყენება უკვე მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები