Aa
Aa

"რეალი" არ იჩქარებს - პოგბას ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება

ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციისას ჟურნალისტების მიერ პოლ პოგბას შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ კლუბს დრო 31 აგვისტომდე აქვს.

Marca წერს, რომ ზიზუს თქმით ისინი ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობას განაგრძობენ და აჩქარებას არ გეგმავენ.

როგორც ცნობილია პოგბას "იუნაიტედის" დატოვება სურს და მისი პირველი არჩევანი "რეალია". მოლაპარაკებები მიმდინარეობს "იუვენტუსთანაც", თუმცა ამ მომენტისთვის "მანკუნიანელებს" სასურველ პირობებს ვერცერთი მხარე ვერ სთავაზობს.

"წითელი ეშმაკები" პოგბას სანაცვლოდ 160-დან 200 მილიონამდე ითხოვენ, რაც არარეალურია და მოლაპარაკებებიც სწორედ ამიტომ გაიწელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები