Aa
Aa

"იუვე" კინს გაყიდის?

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" თავისი 19 წლის ფორვარდის მოიზე კინის გასაყიდად მზადაა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდის გადაბირების სურვილს "ევერტონი" და "არსენალი" გამოთქვამენ.

თინეიჯერმა იტალიელმა ფორვარდმა გასულ სეზონში თავი რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანით გამოიჩინა და, ზოგადად, კინი საკმაოდ ეფექტური და დამაჯერებელი იყო, რამაც საბოლოოდ მის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი გაზარდა.

"იუვენტუსი" კინის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს. საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთელის შეძენის სურვილს "ბარსელონაც" გამოთქვამს, კატალონიელებს მისი გაფორმება და შემდეგ "სევილიაში" განათხოვრება სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები